ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველება, მათემატიკა და ქართული ენა მასწავლებელი: მაია ბოცვაძე 2019 წლის 17 მაისი თემა: მდინარე კლასი: მეოთხე მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე არ მყავს) გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული-ბუნებისმეტყველება, მათემატიკა და ქართული ენა გავეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ გაკვეთილის აქტუალობა: ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას , მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას . ის მოსწავლეს ეხმარება , ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად . საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას . ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს , რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია , თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე . ინტეგრირებული სწავლება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლის აღქმაში გააერთიანოს , გაამთლიანოს და დააკავში