სამოდელო გაკვეთილი: ონტეგრირებული გაკვეთილი


        ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველება, მათემატიკა და ქართული ენა
მასწავლებელი: მაია ბოცვაძე 2019 წლის 17 მაისი
თემა: მდინარე
კლასი: მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული-ბუნებისმეტყველება, მათემატიკა და ქართული ენა
გავეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ
გაკვეთილის აქტუალობა:  
ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ის  მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრირებული სწავლება  სასწავლო პროცესში  ხელს უწყობს   მოსწავლის აღქმაში გააერთიანოს, გაამთლიანოს და  დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა .   შეექმნას ფართო წარმოდგენა სამყაროზე , ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე  ამ  სამყაროში.
         გაკვეთილის თემა ნამდვილად აქტუალურია რადგან ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს ეხება-წყალს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ მოგვეწოდება ეს მაცოცლებელი სითხე. სად და როგორ ყალიბდება იგი. რომ მტკნარი წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და ამ წყალს ჩვენ ვიღებთ მდინარეებიდან, ტბებიდან, მიწისქვეშა წყაროებიდან.
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ მთის და ვაკის მდინარეების აღწერა და შედარება, დაასახელონ და აღწერონ მდინარის შემადგენელი ნაწილები. შეადგინონ მცირე მოცულობის ინფორმაციულ-შემეცნებითი ტექსტი, მდინარის შემადგენელი ნაწილების აღწერით. შეძლონ მდინარეების სიგრძეების მათემატიკური ერთეულებით მანიპულირება.(მაგალითად: გაზომონ მოცემული გეომეტრიული ფიგურა და კმ -გადავიყვანოთ მეტრებში ან მდინარის სიგრძე გაზომონ და სმ გადაიყვანონ კმ-ში). შეძლონ მოძებნონ შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტი ფიზიკურ რუქაზე.
ე.ს.გ.
ბუნებისმეტყველება
შედეგი: IV.6. მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტს არწერა.
·        ფერის მიხედვით ანსხვავებს წყალსა და ხმელეთს გლობუსსა და რუკაზე
·        აღწერს გეგოგრაფიულ ობიექტებს, მათ შემადგენელ ნაწილებსა (მაგ: მდინარის შესართავი, სათავე ,კალაპოტი, მთის მწვერვალი, კალთა ძირი) და მახასიათებლებს(მაგ: ჩქარი-მდორე, ციცაბო-დამრეცი)
·        აკვირდება და აღწერს გეოგრაფიული ობიექტების თვალსაჩინო ცვლილებებს სეზონების მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟის ან ჩანაწერების ან ფოტოების სახით
მათემატიკა:
მათ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      გამოსახავს სიგრძის/წონის რომელიმე დიდ ერთეულს (აგრეთვე დიდი ერთეულის ნახევარს) მცირე ერთეულით. (მაგალითად, 2მ = 20დმ, 2მ = 200სმ; 4კგ = 4000გ);
·      იყენებს დროის ერთეულებს (საათები და წუთები) შორის ცნობილ თანაფარდობას და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით პოულობს დროის (ერთ საათამდე) ინტერვალს;
·      ერთი საათის ნახევარს/მეოთხედს გამოსახავს წუთებით;
·      იყენებს ნაშთით გაყოფას ზომის მოცემულ ერთეულეში მონაცემის სხვა ერთეულით გამოსახვისას (მაგალითად: რამდენი მეტრი და სანტიმეტრია 320სმ? რამდენი საათია 100წუთი?).
მათ. IV.10.       მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ახდენს ორ ობიექტს შორის მანძილის შეფასებას შესაბამის სტანდარტულ ერთეულში, ზომავს მას და ამოწმებს თავის ვარაუდს;
·      ზომავს და ითვლის ტეხილის სიგრძეს, მრავალკუთხედის პერიმეტრს და აფიქსირებს შედეგს შესაფერის სტანდარტულ ერთეულში;
·      რეალური ვითარების შესაბამისი სქემატური გამოსახულების (რომელზეც მანძილებია აღნიშნული) მიხედვით პოულობს ორ ობიექტს შორის უმოკლეს მანძილს (მაგალითად, სახლიდან სკოლამდე მარშრუტის სიგრძე).
              ქართული ენა:
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების შეთხზვა.

რესურსი: ჯგუფებში დასარიგებლად, მაგიდაზე დასაწყობი მდინარის და მათი ნაწილების ფოტოები, ნახატები, ან კომპიუტერში ატვირთული მდინარის ნაწილების სურათები. ბარათები წარწერებით: სათავე, შესართავი, მთის მდინარე, ვაკის მდინარე, დედამიწის ფიზიკური რუქა (სახელმძღვანრლო) ფურცლები (24 ფორმატის, 11 ფორმატის მარკერები, წებო, სახაზავი, ფერადი ფანქრები(ან ფლომასტერები, მუყაოს ყუთი.
წინარე ცოდნა:
·        რუკის ლეგენდა
·        მირე ზომის ტექსტის შექმნა
·        მათემატიკური საზომი ერთეულებით მანიპულიება
·        ფიზიკურ რუქაზე შესაბამისი ობიექტების მოძიება (მითითებით თუ მის გარეშე)
·        იცის კომპიუტრერის შესაბამისი მიზნით გამოყენება და მოიძიებს შენახულ მასალას.
რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს მითითებული გაკვეთილი:
 აკადემიური-კითხვა, წერა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
 
პიროვნული-საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, თანამშრომლობის.
მოტორული-სქემატური გამოსახულების გამოსახვა ფანქრით და გაფერადება. გამოჭრა, დაწებება.

მიმდინარეობა:
1.   გაკვეთილს ვიწყებ გაკეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების და ჯგუფური მუშაობის წესების გახსენება -გაცნობით (2 წთ)
2.   ვახსენებ მოსწავლეებს რომ მათ საშინაო დავალებად ჰქონდათ: მოეძიებინათ ინტერნეტ სივრციდან ინფორმაცია მდინარეების შესახებ. როგორი სახის მდინარეები არსებობს, საიდან იწყება მდინარე და სად სრულდება. რა ნაწილებისგან შედგება იგი.
3.     საკლაო ოთახი მზადაა ჯგუფური სამუშაოსთვის. მაგიდებზე განთავსებულია გაკვეთილისთვის საჭირო მასალა.
·        მაგიდა 1 ფოტოები და კომპიუტერული გამოსახულებები მთის მდინარის გამოსახულებით
·        მაგიდა 2 ფოტოები და კომპიუტერული გამოსახულებები ვაკის მდინარის გამოსახულებით
·        მაგიდა 3 ფოტოები მდინარის სათავის გამოსახულებით და კომპიუტერული გამოსახულებები
·        მაგიდა 4 ფოტოები და კომპიუტერული გამოსახულებები  მდინარის შესართავისა და შენაკადის გამოსახულებით
ყუთში ჩაყრილია ფურცლები წარწერებით: მთის მდინარე, ბარის (ვაკის) მდინარე, მდინარის სათავე, მდინარის შესართავი ან შენაკადი.
ჯგუფები იყოფა შემდეგნაირად: მოსწავლეები „ბრმად“ იღებენ ყუთიდან თითო წარწერიან ფურცელს, წაიკითხავენ, ამოიცნობენ ობიექტს მერხზე დადებული ფოტოების მიხედვით და სხდებიან იმ მაგიდასთან რა წარწერაც შეხვდათ. დრო-1 წთ
4.      მოსწავლეებს ურიგდებათ დიდი ზომის ფორმატის ფურცლები მათი ჯგუფის შესაბამისი წარწერით:
·        მთის მდინარე
·        ვაკის მდინარე
·        მდინარის სათავე
·        მდინარის შესართავი, შენაკადი
ჯგუფებს დამატებით ფოტოებიც ურიგდებათ ან კომპიუტერით მიეწოდებათ, დამატებით უკეთ აღწერისთვის.
5.     თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება: დააკვირდნენ მდინარის ნაწილს ან მდინარეს სურათზე და მიუწერონ შესაბამისი აღწერა დახასიათება ერთი წინადადებით(მაგ: ვაკის მდინარე მდორედ მიედინება, მთის მდინარე სწრაფია). დრო 5წთ. შემდეგ ფურცელი საათის ისრის მიმართულებით გადაეცემა მეზობელ ჯგუფს. ეს „ქარის წისქვილის“ პირველი შემობრუნებაა. ჯგუფები კითხულობენ მეზობელი ჯგუფების მიერ დაწერილ დავალებას, ასწორებენ შეცდომას თუ ასეთი იარსებებს და უმატებენ ერთ მახასიათებელ წინადადებას.
6.     შემდეგ წისქვილი ისევ დატრიალდება და ფურცელი აგრძელებს გადაადგილებას. მოსწავლეები ასრულებენ იმავე სამუშაოს; კითხულობენ მეზობელი ჯგუფების მიერ შესრულებულ დავალებას, ასწორებენ შეცდომის შემთხვევაში და უმატებენ დამატებით იმფორმაციას, ეს „ქარის წისქვილის“ მეორე შემობრუნებაა. დრო-5წთ.
7.     ასე გრძელდება ფურცლის საწყის ადგილამდე დაბუნების შემთხვევაში. დრო 10 წთ
8.     მას შემდეგ როდესაც ფურცელი საწყის მდებარეობას დაუბრუნდება ვიძლევი დავალებას: ყურადრებით წაიკითხეთ შევსებული ფურცლები, შეასწორეთ და შეავსეთ მეგობრების ჩანაწერები, მოამზადეთ პრეზენტაცია, მოცემული ობიექტების შესახებ, დააწებეთ სურათები და გააფორმეთ. ჯგუფები წარმოადგენენ შესაბამის პრეზენტაციას ფოოტოებითა და ნახატებით. დრო- 10წთ
აქტივობა 2
მოძებნეთ მოცემული მდინარეები (თითოეულ ჯგუფს ურიგდება მდინარის სახელი, მისი სიგრძითა და მდებარეობით) ფიზიკურ რუკაზე და დაასახელეთ მათი სიგრძე კილომეტრებში (რიცხვები მდინარეების სიგრძეებით). დრო 5წთ
-თქვენს მაგიდებზე დევს ცხრილი რომელშიც მოცემულია ყველაზე გრძელი მდინარეების ჩამონათვალი, თავისი სიგრძეებითა და იმ კონტინენტების სახელწოდებებით სადაც ისინი ჩამოედინებიან . თქვენ მოძებნით რუქზე ამ მდინარეებს და დაალაგებთ მათ გასწვრივ ფურცლებს მათივე სახელწოდებებით. ფიზიკური რუქა სახელმძღვანელოში გაქვთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
აქტივობა 3 (დამატებითი აქტივობა)
მათემატიკურ თამაში: “ვინ იქნება პირველი“ 5 წთ
დავალება: თქვენს მაგიდებზე დალაგებულია მდინარეთა ნახაზები(სათავიდან შესართავამდე), საჭიროა გაზომოთ მთი სიგრძეები სახაზავის მეშვეობით და დაადგინოთ მათი რეალური სიგრძე კილომეტრებში.

გაკვეთილის შეჯამება: ვისაუბრებ თუ როგორ გაართვეს ჯგუფებმა სამუშაო თავი და რა უნდა გავითვალიწინოთ შემდეგისთვის რომ ჩვენ უკეთ შევქმნათ მოცემული ინფორმაციულ-შემეცნებითი ტექსტები სურათებისა და გამოსაულებების მიხედვით და შევძლოთ ჩვენებურად მათი ილუსტრირება. დრო 1 წუთი.
საშინაო დავალება: მოიძიეთ ინფორმაცია ჩვენი რაიონის მდინარეების შესახებ და სურვილის მიხედვით, ჩაიწერეთ, ჩაიხატეთ, ან შეაგროვეთ მონაცემები მათ შესახებ და წარმოადგინეთ ისეთი ცხრილის სახით როგორიც დღეს გქონდათ მოწოდებული გაკვეთილის მსვლელობის დროს.














         ჯგუფური თვითშეფასების კითხვარი
1.   რა მოლოდინით დაიწყეთ მუშაობა?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.  ყველაზე უკეთ გამოგვივიდა?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.  ჩვენთვის რთული აღმოჩნდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.  სიახლე აღმოვაჩინეთ ის რომ...
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.  რა მოგვცა სამომავლოდ ამ გაკვეთილმა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფის მიერ შევსებულ თვითშეფასების რუბრიკებს ვაკრავ დაფაზე.



             ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
დროის ლიმიტი
თანამშრომლობა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
I ჯგ.




IIჯგ.




IIIჯგ.




IVჯგ.








მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
(შევაფასებ შერჩევით რამდენიმე მოსწავლეს)
სახელი
გვარი
ილუსტრაციების მართებულად, დანახვა და გასაგებად აღწერა, ჩაწერა .
მართებულად აგებს მოცემული ტექსტის მიხედვით გამოსახულებას.
სწორად ხედავს პრობლემას და სახავს მისი გადაჭრის გზას
1

2

3

4

5




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოდელო გაკვეთილი: გამჭოლი კმპეტენციები