სამოდელო გაკვეთილი: გამჭოლი კმპეტენციები


გამჭოლი კომპეტენციები მათემატიკა
მასწავლებელი: მაია ბოცვაძე
საგანი: მათემატიკა
კლასი: მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა: 11 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა: ცხრილის და სვეტოვანი დიაგრამების სახით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაცია.   
დრო: 45 წთ
გაკვეთილის მიზანი/სწავლის შედეგები: (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულება)
მოსწავლე შეძლებს ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების შესახებ საძიებო კითხვების დასმას და პასუხის გაცემას; ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაციას; მითითებული თემის შესახებ მონაცემების მოძიებას და ცხრილის სტრუქტურირებას; დიაგრამიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით ტექსტური ამოცანების მოფიქრებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. IV.13. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
ალაგებს ჯგუფში გაერთიანებულ არაუმეტეს ათ მონაცემს (მაგალითად:  ზრდადობით ან კლებადობით ალაგებს რიცხვით მონაცემებს ; ლექსიკოგრაფიული მეთოდით ალაგებს გვარებს , რომელთა შორის რამდენიმეს საერთო აქვს არაუმეტეს ორი პირველი ასოსი ); სწორად ავსებს ცხრილს, სქემას, კითხვარს/ანკეტას ( მაგალითად , შეაქვს მონაცემები მზა ცხრილი შესაბამის უჯრებში ).
მათ. IV.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
 სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების შესახებ;  აღწერს/განმარტავს სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად და წერილობით.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:  კითხულობს მოკლე ტექსტს და ამოკრეფს მითითებული ობიექტის შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს;  ალაგებს რამდენიმე რაოდენობრივ მონაცემს ზრდადობით, კლებადობით;  პასუხობს დასმულ კითხვებზე დიაგრამებისა და ცხრილების გამოყენებით.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური მუშაობა, კლასთან მუშაობა (დავალების განხილვისას), ჯგუფური მუშაობა
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები: განმავითარებელი შეფასება (წერითი დავალების სააღრიცხვო ცხრილი); დიფერენცირებული სწავლება ინტერესების მიხედვით.
სასწავლო მასალა  და რესურსები: ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსი და სხვ.    (ტექსტები, დიაგრამები) 
დიფერენცირება: ხდება ინტერესების მიხედვით.
1. მოსწავლეებს მიეცემათ გამზადებული ცხრილები თემებზე: მხავრები, ზღვის ფაუნა, სპორტი ისინი აირჩევენ დავალებას მათთვის საინტერესო თემაზე და უპასუხებენ დასმულ კითხვებს.
2. მოსწავლეებს მიეცემათ მზა დიაგრამები: ფერმები, მოსწავლეთა რაოდენობისა და დიდ ქალაქებში მმოსახლეობის რაოდენობის შესახებ. ისინი აირჩევენ მათთვის საინტერესო თემას, აღწერენ შესაბამის დიაგრამას, შეადგენენ ამოცანის ტექსტს, დასვამენ საძიებო  კითხვებს.
საკითხის სწავლების მსვლელობა სამფაზიანი მოდელის მიხედვით (IIIფაზა)  
 აქტივობა 1
აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,  მიზანს და შეფასების რუბრიკას. დრო1 წთ.
 აქტივობა 2 მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით არჩევ საშინაო დავალების თითოეულ ამოცანას (საშინაო დავალებაიხ. დანართი 1). (დრო: 10 წუთი)
 წინასწარ ვტვირთავ მოსწავლის კომპიუტერებში (გაკვეთილის დაწყებამდე) მასალას, სადაც მოცემულია ამოცანის პირობა, დახაზულია ცხრილებთან ახლავს  პლანეტებისა,  მედლებისა და ქვეყნების დროშების  სურათები. საშინაო დავალება იხსნება სახლში. გაკვეთილზე კი ერთ-ერთი მოსწავლე ავსებს პირველი ამოცანის დიაგრამას კლასის მიერ ნათქვამი პასუხების მიხედვით.  მოსწავლეებთან ერთობლივი მსჯელობის შემდეგ გაარჩევენ სწორ პასუხებს და აძლევენდიაგრამას საბოლოო სახეს. შემდეგ მივმართავ ბავშვებს:  დიაგრამის მონაცემებით რა კითხვებზე შეიძლება პასუხის მიღება?“
სავარაუდოდ კითხვები იქნება ასეთი:
-რომელმა ქვეყანამ აიღო ყველაზე მეტი ჯილდო?
-რამდენი ოქროს მედალი მოიპოვა ყველა ქვეყანამ ერტად?
-რამდენი ვერცხლის მედალი მოიპოვა ყაველამ ერთად?
-რამდენით მეტი ოქროს მედალი მოიპოვა ინგლისმა ვიდრე ბელორუსიამ?
მეორე ამოცანასთან დაკავშირებით მოსწავლეები შეეცდებიან ცხრილის შევსებას და კითხვების დასმას.
     
სავარაუდოდ, მოსწავლეები დასვამენ ასეთ კითხვებს (საჭიროების შემთხვევაში აკეთებ საჭირო მინიშნებებს): სულ რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში? (8 პლანეტა) რა მანძილათაა დაშორებული თითოეული მათგანი მზისგან (მოსწავლეები ასახელებენ რიცხვებს. აქვე იძლევიან  განმარტებას რა არის ასტრონომიული ერთეული?)ყველა პლანეტას ჰყავს თანამგზავრი? (ორ პლანეტას არ ჰყავს თანამგზავრი) რომელ პლანეტებს არ ჰყავთ თანამგზავრი? (მერკურს, ვენერას) რამდენი თანამგზავრი ჰყავს ყველა პლანეტას ერთად? (109 თანამგზავრი) რამდენი თანამგზავრით მეტი ჰყავს სატურნს ურანთან შედარებით? (35-ით)
 მითითებით მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებს. იმართება მსჯელობა. მეორე ამოცანის განხილვისას მოსწავლეები ადგილიდან კითხულობენ კითხვებს.  შერჩეული მოსწავლეები კი პასუხობენ. ერთი-ერთი მოსწავლე ავსებს  წინასწარ გამზადებულ ცხრილს. ვინც საშინაო დავალების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს აღმოაჩენს, თვითონვე ასწორებს თავის რვეულში. როდესაც ყველა კითხვას გასცემენ პასუხს,  ეკითხება მოსწავლეებს: ამ ცხრილების მონაცემების მიხედვით კიდევ თუ მოიფიქრებთ რაიმე კითხვას?  ყველას აძლევ შესაძლებლობას დასვან დამატებითი კითხვები, დანარჩენებმა კი პასუხობენ. 
აქტივობა 3. ინდივიდუალური მუშაობა – 10 წთ.
მოსწავლეებს აჩვენებს სამ ფერად კონვერტს. ერთს აწერიაზღვის ბინადრები“, მეორეს – „ხელოვნება“, მესამეს – „ფერმა“. მოსწავლეებს შეუძლიათ ამოირჩიონ ამოცანა მათთვის საინტერესო თემაზე (დანართი 2). კონვერტებში იქნება ამოცანების იმდენი რაოდენობა, რომ  საკმარისი იყოს ყველა მსურველისთვის.   ამოცანების არჩევის შემდეგ ბავშვები იწყებენ მუშაობას ინდივიდუალურად.  ვმოძრაობს რიგებს შორის და აკვირდები მოსწავლეების მუშაობას.  განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდები საშინაო დავალების გარჩევისას შენიშნულ არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს,უსვამ შეკითხვებს და აძლევ მინიშნებებს, რათა მათ შეძლონ დავალების შესრულება.  სამუშაოს დასრულების შემდეგ  აგროვებ მოსწავლეთა ნამუშევრებს შეფასებისათვის.

 აქტივობა 4.  ჯგუფური მუშაობა – 10 წთ.  
ისევ ვთავაზობ მოსწავლეებს აირჩიონ დავალება მათთვის საინტერესო თემაზე. არჩევანი ასეთია: სოფლის ფერმა, ქალაქების მოსახლეობა, მოსწავლეთა რაოდენობა (დანართი 3). დავალება ყველასთვის ერთი და იგივეა: უნდა დააკვირდნენ დიაგრამას, მოცემული მონაცემების მიხედვით თვითონ მოიფიქრონ ამოცანის ტექსტი საინტერესო კითხვები და უპასუხონ მათ. ამისათვის გამოყოფილი აქვთ 10 წუთი. პრეზენტაციისთვის დავალება უნდა წარმოადგინონ დიდი ფორმატის ქაღალდებზე. ბავშვები ირჩევენ თემებს, თვითონვე სხდებიან ჯგუფებად თემების მიხედვით და იწყებენ მუშაობას. ოძრაობ ჯგუფებს შორის და აკვირდები მათ მუშაობის პროცესს.  განსაკუთრებით ხშირად აკვირდები არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს, ამოწმებ, რამდენად ჩართულები არიან ჯგუფის მუშაობაში. საჭიროების შემთხვევაში აძლევ მათ მითითებებს, რათა მათ შეძლონ ჯგუფის დანაჩენ წევრებთან ერთად დავალების შესრულება.   დაბალი მზაობის ბავშვების შესაფასებლად აკეთებ მოკლე ჩანაწერებს (წერითი დავალების სააღრიცხვო ცხრილი).   
აქტივობა 5. პრეზენტაციებ - 10 წუთი
 წინასწარ აქვს გამზადებული პროგრამა „power point”-ში იგივე დიაგრამები, რაც დავალებად მივეცი მოსწავლეებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფის მიერ შერჩეული ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას. პრეზენტატორი აღწერს სვეტოვან დიაგრამას და კითხულობს მოფიქრებულ ამოცანას, დაწერილ კითხვებს, ხოლო დანარჩენი ორი ჯგუფის მოსწავლეები პასუხობენ. სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ განსხვავებული კითხვების დასმა. 
 აჯამებ აქტივობას და აძლევ ჯგუფებს უკუკავშირს. 
საშინაო დავალება - 3 წთ
  კლასს აძლევ საშინაო დავალებას სამ განსხვავებულ თემაზე. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი, ცნობარების ან ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია შერჩეულ თემაზე და წარმოადგინონ ცხრილის სახით. მათ ევალებათ დასვან საძიებო კითხვები და უპასუხონ მათ. ასევე, მოიფიქრონ ისეთი ტექსტური ამოცანა, რომლის ამოსახსნელად საჭირო იქნება ცხრილის მონაცემების გამოყენება. თემები 1. საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის  რაოდენობა;  2. საქართველოს ყველაზე ღრმა ტბები ;
 3. საქართველოს მწვერვალების სიმაღლეები.
საშინაო დავალება შეფასდება რუბრიკით #2. 
შეფასება:  დავაკვირდები მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს ?
ამოცანის შესრულების მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე ? 
გაკვეთილის შესაძლო რისკები: შესაძლებელია ინდივიდუალური ან ჯგუფური  სამუშაოების შესრულების დროს მოსწავლეებს არ ეყოთ დრო ან მორჩეთ(ზოგიერთამ დროოზე ადრე დაასრულოს). დროზე ადრე დამთავრების  შემთხვევაში შევთავაზებ დამატებითი კითხვების ჩამოყალიბებას.  ხოლო დროის უკმარისობობის შემთხვევაში დავეხმარები მინიმალური შედეგის დასადებად.
წერითი დავალების სააღრიცხვო ცხრილი:
მოსწავლე

ცხრილიდან არჩევს მონაცემებს
ასრულებს საჭირო გამოთვლებს

დიაგრამაზე კითხულობს მონაცემებს

სვამს საძიებო კითხვებს დიაგრამის მიხედვით

დავალების შესრულების გაწაფულობა

1






2






3






4






5






6






7






8






9






10






11








შეფასების რუბრიკა #1
კრიტერიუმი
შესრულების დონე
მოსწავლე პასუხობს და თვითონაც სვამს საძიებო კითხვებს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის  სახით წარმოდგენილი

მნიშვნელოვანი ხარვეზებით პასუხობს და სვამს საძიებო კითხვებს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის  სახით წარმოდგენილი

მცირედი ხარვეზებით პასუხობს და თვითონაც სვამს საძიებო კითხვებს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის  სახით წარმოდგენილი

სწორად პასუხობს და თვითონაც სვამს საძიებო კითხვებს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის  სახით წარმოდგენილი

მონაცემების მიხედვით.
მონაცემების მიხედვით.
მონაცემების მიხედვით.
მონაცემების მიხედვით.
მოსწავლე ფლობს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფლობს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამების სახით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს 

მცირედი ხარვეზებით ფლობს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამების სახით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს 

სრულყოფილად ფლობს ცხრილისა და სვეტოვანი დიაგრამების სახით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს  

 
შეფასების რუბრიკა #2.

N
კრიტერიუმი
შესრულების დონე

მოსწავლეს შეუძლია მითითებული თემის შესახებ მონაცემების მოძიება და ცხრილის სტრუქტურირება, საძიებო კითხვების დასმა და პასუხების გაცემა.

მითითებული თემის შესახებ მოიძია მხოლოდ 1-2 მონაცემი. დასმული კითხვები და გაცემული პასუხები წარმოადგინა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. არ შეადგინა ტექსტური ამოცანა ან შეადგინა მნიშვნელოვანი ხარვეზებით.

მითითებული თემის შესახებ მოიძია 6-8 მონაცემი. კარგად მოახდინა ცხრილის  სტრუქტურირება.  დასვა საძიებო კითხვები, თუმცა დასმულ  კითხვებს უპასუხა მცირედი ხარვეზებით. მცირედი ხარვეზებით მოიფიქრა ამოცანის ტექსტი, რომლის ამოსახსნელად გამოიყენა ცხრილიდან მოპოვებული მონაცემები.

მითითებული თემის შესახებ მოიძია 9-10 მონაცემი. კარგად მოახდინა ცხრილის სტრუქტურირება. დასვა საძიებო კითხვები და უპასუხა. მოიფიქრა საინტერესო ტექსტური ამოცანა, რომლის ამოსახსნელად გამოიყენა ცხრილიდან მოპოვებული მონაცემები. 

1.




2.




3.




4




5




6.




შენიშვნა:  
1. ხარვეზები მნიშვნელოვანია, თუ მართლზომიერად შესრულებულია სამუშაოს არაუმეტეს 60%. 
2. ხარვეზები მცირედია, თუ მართლზომიერად შესრულებულია სამუშაოს არანაკლებ 80%. 
დამატებითი რესურსი:    
 
დანართი 1.   საშინაო დავალება.
1.        2016 წელს ჩატარდა ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადა, სადაც მონაწიეობას ღებულობდა მრავალი ქვეყანის სპორტსმენი. ამ ოლიმპიადებში  ბელორუსიელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ოქრო-19, ვერცხლი-32, ბრინჯაო-28 მედალი. ინგლისელმა სპორტსმენებმა-ოქრო-273, ვერცხლი-299, ბრინჯაო-301 მედალი. იტალიელმა სპრტსმენებმა-ოქრო-243,ვერცხლი-212, ბრინჯაო-236 მედალი. გერმანელმა სპორტსმენებმა-ოქრო269, ვერცხლი-270, ბრინჯაო-285 მედალი. ამერიკის შეერთებული შტატების სპორცმენებმა მოიპოვეს ოქრო-1118, ვერცხლი-86, ბრინჯაო-788 მედალი. საქართველოს სპორტსმენებმა-ოქრო-8, ვერცხლი-6, ბრინჯაო-18. ესპანელებმა-ოქრო-45, ვერცხლი-63, ბრინჯაო-42. მოცემული ამოცანის მიხედვით შეადგინეთ დიაგრამა.  მოიფიქრეთ რამდენიმე კითხვა და გაეცით პასუხი.

2.       მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარეშემო მოძრავი ასტრონომიული ობიექტებისაგან, რომელთა შორისაა  8 პლანეტაა, თითოეული მათგანი დაცილებულია მზისგან გარკვეული მანძილით, რომელის იზომება ასტრონომიული ერთეულებით. მაგალითად: მერკური დაშორებულია მზისგან 0.4 ასტრონომიული ერთეულით, ვენერა-0.7 ასტრ. ერთ, დედამიწა-1 ასტრ. ერთ, მარსი-1.5 ასრ. ერთ. იუპიტერი-5.2 ასტრ ერთ, სატურნი-9.5 ასტრ,ერთ,ურანი19.6 ასტრ. ერთ, პლუტონი 39 ასტონომიული ერთეული.  ნეპტუნი 30 ასტრონომიული ერთეული. ხოლო მზის სისტემაში ზოგიერთი სხეული   – პლანეტების თანამგზავრებია. ერთ-ერთი პლანეტაა ჩვენი დედამიწა, რომელსაც ერთი თანამგზავრი ჰყავს – მთვარე. მარსს  ორი თანამგზავრი ჰყავს, იუპიტერს კი – მარსზე 2-ჯერ მეტი. ურანს 9-ჯერ მეტი თანამგზავრი ჰყავს, ვიდრე დედამიწას და მარსს ერთად, ნეპტუნს ჰყავს 13, ხოლო სატურნს – 62 თანამგზავრი. მერკურს და ვენერას თანამგზავრები საერთოდ არ ჰყავთ. ტექსტიდან ამოკრიბეთ საჭირო მონაცემები და  შეავსეთ მოცემული ცხრილი.

პლანეტა
დაშორება მზიდან
თანამგზავრები
მერკური


ვენერა


დედამიწა


მარსი


იუპიტერი


სატურნი


ურნი


ნეპტუნი


პლუტონი



დანართი 2
      ამოცანა 1
      ზღვის ბინადრები
ჩვენს ზღვებში მრავალი ზღვის ცხოველი ბინადრობს. აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ზღვის ბინადრი. მათი სხეულის სიგრძე და წონა. ვეშაპი-33 მეტრი, 32 ტონა. ზღვის ლომი-4 მეტრი, 400კგ . დელფინი-3 მეტრი, 200კგ. ზღვის კატა- 3 მეტრი, წონა — 16 კგ, კატისებრი ზვიგენი-20 მეტრი, 1000კგ. რვაფეხა-12 მეტრი, 110 კგ. ზღვის კუ-2 მეტრი, 400კგ.  მოცემული მონაცემების მიხედვით შეავსეთ შესაბამისი ცხრილი და უპასუხეთ შეკითხვებს.
ზღვის ბინადრები
სხეულის სიგრძე
სხეულის წონა
























1.      რამდენს იწონის ზღვის ლომი?
2.      რა სიგრძისაა ვეშაპი?
3.      რამდენჯერ მეტს იწონის კატისებრი ზვიგენი დელფინთან შედარებით?
4.      რამდენით ნაკლებს იწონის რვაფეხა კუსთან შედარებით?
5.      რამდენჯერ მეტს იწონის ვეშაპი კატისებრ ზვიგენთან შედარებით?
6.      რამდენჯერ გრძელია ვეშაპი დელფინზე?

                                                  ამოცანა 2
დედამიწაზე როგორც მოგეხსენებათ 5 ოკეანეა. ამ ოკეანების შემადგენელი ნაწილია ის ზღვები რომლებიდანაც ოკეანეში მოხვედრა შეგვიძლია. ატლანტიკი ოკეანის ზღვების რაოდენობა-2, წყნარი-3, ინდოეთი-5, არქტიკა-12, ანტარქტიდა-14.  მოცემული მონაცემების მიხედვით შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი და უპასუხეთ კითხვებს.

ოკეანე
ზღვების რაოდენობა












1.      რამდენი ოკეანეა სულ დედამიწაზე?
2.      რამდენი ზღვა მიეკუთვნება ატლანტიკის ოკეანეს?
3.      რადენი ზღა მიეკუთვნება წყნარ ოკეანეს?
4.      რომელ ოკეანეს ეკუთვნის ყველაზე ნაკლები ზღვების რაოდენობა?
5.      რამდენი ზღვა აქვთ ინდოეთისა და წყნარ ოკეანე ერთად?
6.      რამდენი ზღვაა აქ სულ ჩამოთვლილი?
                            ამოცანა 3
ყველა შეისწავლით საგანს- ხელოვნება და იცით რა არის ხელოვნების ნიმუშები (ნახატები, ქანდაკებები, კედლის ბარელიეფები). ამოცანაში მოცემული გაქვთ ხელოვნების ნიმუშების რაოდენობა და მათი შემქმნელების სახელები. მაგალითად მიქელანჯელომ დაწერა-57 ფერწერული ტილო, შექმნა-16 ქანდაკება, 8-ბარელიეფი. ლეონარდო და ვინჩმა-70 ფერწერული ტილო, 8-ქანდაკება, 10 ბარელიეფი. პიკასო-58 ფერწერული ტილო. ამადესტო მოდელიანი-35 ფერწერული ტილო, 10-ქანდაკება. ელგუჯა ამაშუკელი-17 ფერწერული ტილო, 36-ქანდკება, 29-ბარელიეფი. სილოვან კაკაბაძე-62 ფერწერული ტილო, 5-ქანდაკება. მოცემული მონაცემების მიხედვით შეავსეთ ცხრილი და უპასუხეთ კითხვებს.
ხელოვანები
ფერწერული ტილოები
ქანდაკებები
ბარელიეფები
























1.      რამდენ მოქანდაკეს აქვს შექმნილი ფერწერული ტილო?
2.      რამდენ მოქანდაკეს არ აქვს შექმნილი ბარელიეფი?
3.      რამდენი ტილოთი მეტი შექმნა სილოვან კაკაბაძემ ვიდრე ამაშუკელმა?
4.      რამდენით ნაკლები ქანდაკება შექმნა მოდელიანიმ ვიდრე მიქელანჯელომ?
5.      რამდენი ქანდაკება შექმნა ყველა მოქანდაკემ?
6.      რამდენი ფერწერული ტილო შექმნა ყველამ ერთად?
7.      რამდენი ბარელიეფი შექმნა ყველამ ერთად?

დანართი 3
                                                

  დიაგრამა 1

დიაგრამაზე მოცემულია 2019 წლისთვის დიდი ქალაქების მოსალეობის რაოდენობა მოცემული დიაგრამის მიხედვით შეადგინეთ ამოცანა, დასვით საძიებო კითხვები და უპასუხეთ!




     



დიაგრამა 2
 იმერეთის რეგიონში რამდენიმე ათეული სკოლაა. დიაგრამაზე მოყვანილია ზოგიერთ სკოლაში ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა 2019 წლისთვის. დიაგრამის მიხედვით შეადგინეთ ამოცანა, დასვით  მიზნობრივი კითვები და გაეცით პასუხი?





                                   

დიაგრამა 3
დიაგრამაზე მოცემულია სამტრედიის რაიონში, 2013 წელს, ფერმებში ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა. დიაგრამის მიხედვით შეადგინეთ ამოცანა, დასვით შესაბამისი კითხვები და უპასუხეთ!











გამოყენებული ლიტერატურა:
1.      საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)
2.      საძიებო  სისტემა „wikipedia”-ში გამოქვეყნებული
       3.    მასალებიhttp://mastsavlebeli.ge/?p=18085





























Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოდელო გაკვეთილი: ონტეგრირებული გაკვეთილი