სასწავლო რესურსი


                                          სასწავლო რესურსის რეფლექსია
                   
მოცემული რესურსი  თემა: „დათვიშეიქმნა, ინფორმაციული ტექსტის გაგება- გააზრების პრობლემასთან დაკავშირებით. ასევე ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მიმეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია დათვის სახეობების მრავალფეროვნების, გავრცელების, კვების და გამრავლების შესახებ. ამ კონკრეტული  რესურსის შექმნა- გამოყენება  შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა. მოსწავლისათვის  რთული და მოსაწყენია ტრადიციული გზით ახალი  მასალის ახსნა და განმტკიცება, ამიტომ მსურდა , რომ მასალა უფრო საინტერესო, ეფექტიანი , ვიზუალური და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა მოსწავლეებისადმი.
                    
მოცემული რესურსი ხელს შემიწუყობს, როგორც:
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაში
 ლექსიკური მარაგის შევსებაში
ყურადრების მობილიზებაში
მნიშვნელოვანისა და მეორეხარისხოვანის გამოყოფის უნარის ჩამოყალიბებაში
რუკის შესწავლაში
რუკის ერთ-ერთი სახეობის შედგენაში
დედამიწის მოდელის აწყობაში
რესურსი მრავლჯერადი გამოყენებისაა და შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ქართული ენის გაკვეთილზე, აგრეთვე ბუნებისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე.
...
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ქარ. IV. 9.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.

ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
IV.2.მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის  ნიშან-თვისებების   ადაპტაციური მნიშვნელობა.
ბუნ.IV.6.მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
ბუნ.IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.



 როგორ გამოვიყენებთ რესურსს ქართულის გაკვეთილზე?
როგორც საინფორმაციო ტექსტს
მოხდება წაკითხულის-მოსმენილის გაგება-გაააზრება
ლექსიკური მარაგის შევსება
წინადადებების შედგენა
მირე მოცულობის საინფორმაციო ტექსტის შედგენა
შესაძლებელია მოცემული ამოჭრილი ფიგურებიდან თოჯინების სპექტაკლის დადგმა („ორი დათვი“).
როორ გამოვიყენებ ბუნების გაკვეთილზე:
დაჭრილი რუქის ნაწილებისაგან, დედამიწის მოდელის აგება მოდელის აგება
ამოჭრილი ნაწილების გაფერადება და ფიზიკურ ან სხვა მოდელად ქცევა
რა არის რუკა
როგორი სახის რუკები არსებობს
პირობით ნიშნებს (ამოჭრილი ფიგრებით მონიშნავს ცხოველების გავრცელების არეალს, ტურისტული რუქებისთვის )
შესაბამისად ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებს დაურიგდებათ ამოჭრილი კონტურული რუკები, რომლებიც ისე უნდა დაალაგონ რომ მიიღონ მსოფლიო რუკა. შესადარებლად მიცემული ექნებათ ფიზიკური რუკა.
დამატებით მიეცემათ დათვების სახეობების ამოჭრილი ფიგურები რომლებსაც განალაგებენ კონტურულ რუკებზე ხოლო შემდეგ ფიზიკურ რუკაზე გადაიტანენ. ამით ისინი უკეთ გაეცნობიან როგორც ფიზიკური რუკის მოდელს ასევე შეძლებენ მის მიხედვით რომელ ქვეყნებში არიან გავრცელეული დათვების ესა თუ ის სახეობები. ფაქტობრივად ასევე შეისწავლიან იმას, რომ თითოეულ კონტინენტზე არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ სახელი და საზღვრები. შესაბამისად რუკაზე მოძებნიან სადაა მათი სამშობლო განლაგებული. ხოლო შემდეგ საქართველოს რუკის მეშვეობით გავავრკევევთ დათვების გავრცელების არეალს საქართველოში, ანუ შევისწავლით საქართველოს კუთხეებსაც.
რესურსით წარმატებით მივაღწიე კონკრეტულ სასწავლო მიზანს.
დადებითი გავლენა მოსწავლეების სწავლის პროცესზე:
გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია
გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა
საკითხის სწავლება არ იყო ერთფეროვანი და მოსაწყენი. მოსწავლეებს  გაუადვილდათ მასალის გააზრება
განუვითარდათ  მეტაკოგნიტური უნარები.
მიღწეული შედეგები:
მოსწავლეებმა მიაღწიეს სასაწავლო მიზანს.
დაეხმარა სხვადასხვა მზაობის მოსწავლეებს საკითხის გააზრებაში

სასწავლო რესურსი იძებნება საიტზე:  https://drive.google.com/drive/u/0/folders/1H7hm7V8yT7T5AzABONlw1BKDyZOABZDK

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სამოდელო გაკვეთილი: ონტეგრირებული გაკვეთილი

სამოდელო გაკვეთილი: გამჭოლი კმპეტენციები